საქართველოს პარლამენტში აგენტების და უსამშობლოების ადგილი არ არის – სოზარ სუბარი
172
0
საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში აგენტების, უსამშობლოების ადგილი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, „ხალხის ძალა“ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.
„ქართული პოლიტიკა რაც მალე გათავისუფლდება აგენტებისგან, მით მალე გაეხსნებათ გზა სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომელთათვის საქართველო უპირველესია. პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება, განსხვავება ჰქონდეთ ეკონომიკის სამომავლო ხედვაზე, საქართველოს პატრიოტები იქნებიან და არა – აგენტები. მე და ჩემი გუნდი, „ხალხის ძალა“ მანდატების შეწყვეტას მხარს დავუჭერთ. მოუთმენლად ველოდები, როდის შემოიტანენ დანარჩენები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.