1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს – Süddeutsche Zeitung
აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს – Süddeutsche Zeitung

აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს – Süddeutsche Zeitung

99
0

გერმანული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung – „სამხრეთგერმანული გაზეთი“ – ბავარიის მთავარი ბეჭდვითი გამოცემა, რედაქცია მიუნხენში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის პატარა მხარე, რომელიც მფარველ რუსეთს თავნებობით აღიზიანებს // აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს“ (ავტორი – ფრენკ ნინჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, ანტისამთავრობო გამოსვლები თითქმის დასრულდა: გადადგა პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც მოსკოვთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციურად განწყობილ აფხაზებს არ მოეწონათ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პატარა და უღონო აფხაზეთი დიდ და ძლიერ რუსეთს თავის ნებაზე ათამაშებს.

აფხაზეთის ბრწყინვალება და სიღატაკე

აფხაზეთის მოსახლეობა მხოლოდ 250 ათასს მცხოვრებს წარმოადგენს, მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე და საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შემადგენლობაში განიხილება. თუმცა, ფაქტია, რომ თბილისი უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, რომ რეგიონს ვერ აკონტროლებს. აფხაზეთს საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში ტურისტული მხარის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იქ იყო საბჭოთა ლიდერების დასასვენებელი რეზიდენციები… საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან სოხუმს რუსეთი მფარველობდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი აფხაზეთის მიმართ, რომლის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, მსოფლიოს მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა.

აფხაზეთი თითქოსდა დამოუკიდებელია, მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, რუსეთს ხელებში შეჰყურებს და მოსკოვის ნაწყალობევით იკვებება – თვითმარქვია რესპუბლიკა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მთალიანად  რუსეთის კმაყოფაზე იმყოფება: აფახები რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, ადგილობრივი ჩინოვნიკები ხელფასს კრემლის მიერ გადარიცხული ფულით იღებენ (რუსული რუბლებით), რუსეთია პასუხისმგებელი და გარანტორი აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, აფხაზთა უსაფრთხოებაზე (სამხედრო ბაზის სახით)… და ამ დროს, როცა აფხაზეთს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია, აფხაზები წინააღმდეგნი არიან რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციისა… რომელიც ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი.

საქმე შემდეგშია: ოქტომბერში აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, აფხაზეთში ცადებული რუსული ინვესტიციები ძალიან მომგებიანი იქნება. ინვესტორები საბაჟო მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან 8 წლის განმავლობაში გათავისუფლებულები იქნებიან. მათ უპირატესობა მიეცემათ ენერგიით უზრუნველუყოფაშიც. ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი წაღმა მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი პარლამენტში დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი დაიწყო, მოვლენები უკუღმა დატრიალდა…

ბევრი აფხაზი მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტში საფრთხეს ხედავს – მათი აზრით, ადგილობრივი აფხაზი ბიზნესმენები რუს კოლეგებთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ, მამა-პაპური მიწები გაიყიდება და, საერთოდ, ცხოვრება გაძვირდება. მოკლე, ოპოზიციის მოწოდებებიტ გლმოცემულმა აფხაზები პარლამენტში შეცვივდნენ და მოღალატე“ ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. სიტუაცია იმდენად გამძაფრდა, რომ მოსკოვმა რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

რომანტიკა: პალმები, ზღვა და სუბტროპიკები…

აფხაზეთი ღარიბი რეგიონია, თუმცა მას საოცარი ბუნებრივი მთიანი ლანდშაფტი აქვს, კლიმატი სუბტროპიკულია, რაც ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დაკარგა, საქართველო ალტერნატიულ ტურისტულ რეგიონს – აჭარას ავითარებს. თუ საბჭოთა სისტემის დროს სოხუმი იყო ქართული ტურიზმის ცენტრი, ახლა ბათუმი გახდა – საქართველომ აჭარის ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მიმზიდველ კურორტად გადააქცია. თუმცა საქართველოს გზებზე ძველებურად დგას მაჩვენებლები – „სოხუმამდე …  კილომეტრია“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თბილისი ტერიტორიას არ თმობს – იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ვერ აკონტროლებს.

უკრაინასთან ომის შედეგად სოხუმი რუსი ტურისტებისათვის უფრო სასურველი გახდა – უვიზო მიმოსვლით და იაფფფასიანი დასვენებით. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, რუსეთში რუსი მოქალაქეებისათვის აფხაზეთი საკმაოდ ფართო პოპულარობით სარგებლობს და რეიტინგით, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია. რუსეთში აფხაზეთი ცალკე საკურორტო ქვეყნად განიხილება: 2024 წლის დასასრულისათვის, როგორც მოსალოდნელია, აფხაზეთში ორგანიზებული რუსი დამსვენებლების რაოდენობა 1,7 მილიონს გადააჭარბებს.

აფხაზური გადადგომები: ტრადიციული სპეციფიკა

ტურიზმით მიღებული შემოსავლები და კრემლის მიერ გადარიცხული დოტაციები რიგითი აფხაზებისათვის უხილავია და ადგილობრივი ელიტის ჯიბეში ილექება. ბევრი აფხაზი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რითაც ოპოზიცია სარგებლობს და ხელს მთავრობისა და პრეზიდენტისაკენ იშვერს. საერთოდ, აფხაზეთში ადგილბრივი ხელისუფლების გადადგომათა პროცედურა საკმაოდ სპეციფიკურია: გამოსვლები, გადადგომა, ისევ გამოსვლები, ისევ გადადგომა… იცვლება მხოლოდ გვარები –  ბაღაფში,  ანქვაბი, ხაჯიმბა, ბჟანია… აფხაზეთში ძველი პატრიარქალური ტრადიციებია შენარჩუნებული, აფხაზებს უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა არ სურთ. ეს ეხება მიწის ნაკვეთებსაც. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აფხაზეთში ჯერ ფარული უკმაყოფილება დაიწყო, შემდეგ პროტესტებმა ქუჩებიც მოიცვა. რა თქმა უნდა, რუსეთი გაღიზიანდა… და აფხაზეთს  მიწოდებულ ელექტრონერგიაზე ფასების ზრდით  დაემუქრა, შეამცირა ფინანსური დახმარებების მოცულობაც.

საბოლოოდ, რუსეთთან ინვესტიციების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი შეწყდა – დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უკან იქნა გაწვეული, პრეზიდენტი ასლან ბჟანია კი გადადგა.

რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა

რუსეთმა კარგად იცის, რომ აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არ სურს. ხელშეკრულების უარყოფა რუსეთის მფარველობის უარყოფას არ ნიშნავს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პრორუსულები არიან. მათ არ შეუძლიათ კრემლის უარყოფა. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზეთისათვის ფავორიტი იქნება. ამჟამად კრემლი აფხაზეთში [ოჩამჩირეში] სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს – ეს გამოწვეულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე და მათ ნავსადგურებზე ყირიმში (სამხედრო-საზღვაო ბაზებზე) უკრაინელების თავდასხმების გახშირება.

აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის ხელშეკრულება თავის დროზე აწ უკვე გადამდგარმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააფორმა მოსკოვში. სამწუხაროდ, მისი მემკვიდრე ამ მხრივ ვერაფერს ვერ შეცვლის.

წყარო