ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო
147
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „ევრო 2025“-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.