1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1.25K
0

ვერძი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯებისთვის მზად უნდა იყოთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება და რაიმეს შეცვლა გაგიჭირდებათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. მოერიდეთ საყოფაცხოვრებო ქიმიას და დალევამდე წამლების ვარგისიობის ვადა შეამოწმეთ.

კურო

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და ყველაზე რთულ დავალებასაც ადვილად უმკლავდებით. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების რომელიღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედებს გაგიცრუებთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით.

ტყუპები

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ ნერვიულობას მოგიტანთ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, თქვენი შიში უსაფუძვლოა. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. გამორიცხული არ არის, რომ შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. არ არის გამორიცხული, რომ იმედი სწორედ მან გაგიცრუოთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდით. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს შესაძლოა, კოლეგების მხრიდან ღია მტრობა მოჰყვეს. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ, ძილის

ლომი

ამ დღეს სამსახურის საქმეზე ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დიდ დროს და ენერგიას ახმართ და ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ. დროა, თავსაც მიხედოთ, მავნე ჩვევები დაივიწყოთ და ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ.

ქალწული

გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ. გამორიცხული არ არის, თქვენ წინაშე მაცდური პერსპექტივები გაჩნდეს, მთავარია, შესაძლებლობები სწორად გამოიყენოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

თუ სამოქმედო გეგმას გაღვიძებისთანავე შეადგენთ, გაცილებით მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს. ადამიანს, რომელიც ყველაზე კრიზისულ მომენტში დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

შესანიშნავი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მორიელებისთვის. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, თქვენთვის იქნება სასარგებლო. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული კავშირი.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები თქვენთვის კარგად ნაცნობია, ამ დღეს მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები უნდა შეზღუდოთ.

თხის რქა

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენი აზრები ნათელია, მეტყველება კი დამაჯერებელი. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან მყარი და საიმედო იყოს. ეცადეთ საღამოს კარგად დაისვენოთ – ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მერწყული

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად უმკლავდებით. პროფესიულ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და კოლეგების გაოცებას შეძლებთ.

თევზები

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. დღის განმავლობაში მოერიდეთ ისეთ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. იქნებ საყვარელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია? გირჩევთ, ამაზე იფიქროთ.