1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საინფორმაციო ბრიფინგი გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ
საინფორმაციო ბრიფინგი გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ

საინფორმაციო ბრიფინგი გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ

239
0

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს. დანარჩენ, 32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა.

ცესკოს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები.

აღსანიშნავია, რომ მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო, ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე, კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან, 271-მა, (მათ შორის ოლქის წევრი იყო – 171, უბნის-100).ზოგიერთმა, პარტიის მიერ დანიშნულმა, წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დათვალა კენჭისყრის შედეგები და ეს შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების იდენტური იყო, უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და ასევე, არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.  

გადათვლის პროცესს აკვირდებოდა ადგილობრივი ორგანიზაციების 121 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 70 დამკვირვებელი, მედიის 21 წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიების 104 წარმომადგენელი.

ცესკომ ჩართული მხარეების ინფორმირებისა და შემდგომი ანალიზის მიზნით ასევე დაამუშავა  შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

პარლამენტის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შესწორების ოქმი დაიწერა 264 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 8.49%-ია. 188 (6.04%) შესწორების ოქმი შეეხებოდა ხმებს, 104 (3.34%) დანარჩენ მონაცემებს.

347 (11,15%) საარჩევნო უბანზე დაიწერა 419 (11.15%) ახსნა-განმარტება. მათგან 105 (3.38%) შეეხებოდა  შემაჯამებელ ოქმს, 10 (0.32%) – შესწორების ოქმს, 304 (5.75%) – დანარჩენ მონაცემებს.  

ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერების შესახებ. პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში კომისიის 17-ვე წევრის ხელმოწერა არის 1 241 შემაჯამებელ ოქმზე, 16-ის 862-ზე, 15-ის 553-ზე,  14-ის 221-ზე,  13-ის  135-ზე,  12-ის 48-ზე, 11-ის 19-ზე 10-ის 16-ზე, 9-ის 6-ზე, 8-ის 8-ზე და  7-ის 5-ზე.  აღნიშნული ადასტურებს, რომ  კომისიების როგორც პარტიული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ინფორმირებული იყვნენ უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ, ასევე თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა, და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად დადასტურდა მათი ხელმოწერებით შემაჯამებელ ოქმში.

ასევე დამუშავდა ინფორმაცია, თუ რამდენი განსხვავებული აზრი და რამდენი ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში. აღსანიშნავია რომ შედგენილი 3114 შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ 9-ში რაც წარმოადგენს 0.02%-ს. არ არის ან არასწორად არის მითითებული დრო ან/და თარიღი 99 შემაჯამებელ ოქმზე, რაც წარმოადგენს 3.18%-ს,  არ აქვს ბეჭედი 5-ს (0.16%).

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 53000-მდე მეტი წევრიდან მხოლოდ 9-მ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს, ნაკადის მომწესრიგებელი  309 საარჩევნო უბანზე იყო მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრი, ხოლო სხვა პარტიების მიერ დანიშნული 1414. ისინი გამოვლინდნენ წილისყრით.