1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  რომ არა 2012 წელი და „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, გამზადებული იყო ჩემს მიმართ 18-წლიანი მუხლი. დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი-გია გორელაშვილი
 რომ არა 2012 წელი და „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, გამზადებული იყო ჩემს მიმართ 18-წლიანი მუხლი. დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი-გია გორელაშვილი

 რომ არა 2012 წელი და „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, გამზადებული იყო ჩემს მიმართ 18-წლიანი მუხლი. დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი-გია გორელაშვილი

558
0

 “რომ არა 2012 წელი და “ქართული ოცნების” მოსვლა ხელისუფლებაში, გამზადებული იყო ჩემს მიმართ 18-წლიანი მუხლი. დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი- ამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის პატიმარმა გია გორელაშვილმა “იმედის” ეთერში გადაცემაში “არჩევანის პირისპირ” განაცხადა.

„2011 წლის სექტემბერში პირდაპირ შემომიცვივდნენ სახლში. დილის 3-4 საათი იქნებოდა. უნდა გავჩხრიკოთ სახლიო, უარი მითხრეს მეზობლების დასწრებაზე, ადვოკატთან დარეკვაზეც სასტიკი უარი მითხრეს. დაალაგეს მაგიდაზე მეხსიერების ბარათები, შემიდგინეს ოქმი და წამიყვანეს სამხედრო პოლიციაში. სამხედრო პოლიციაში უფროს ლევან ზაქრაძის კაბინეტში დამხვდნენ მისი მოადგილე მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, ბაჩო და დათა ახალაიები, ზაზა მჭედლიძე და სხვანი. ქარდავა თითების მოჭრის იმიტაციით მაშინებდა, მისი მოადგილე ლევან ზაქრაძე მემუქრებოდა ქალიშვილით, მეუღლეთი, ოჯახით, ჩემი ინვალიდი ძმით. ხელ-ფეხშეკრულს მცემდნენ კეტით, მეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ შენ ხარ ჩაპლიგინის, სერგო თეთრაძის, ლონდარიძის აგენტი და რასაც გეტყვით, იმაზე ხელი უნდა მოაწეროო. იყო მუქარა, სასტიკი ცემა, მთელი 24 საათის მანძილზე. რახან ვერ მიიღეს ჩემგან ის ჩვენება, რაც უნდოდათ, გადამიყვანეს ციხეში. ციხეში მესმოდა ვიღაცის ღრიალი, რომელიც შემდეგ სერო თეთრაძე აღმოჩნდა. მოვიდა მუხაძე და მეუბნებოდა, ხომ გესმის ღრიალი, შემდეგი შენ ხარო. მერე ყველაფერი უცებ შეიცვალა, რადგან სერგო თეთრაძე კი არ მოკვდა, მოკლეს. ამით მე გადავრჩი. ის რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, შემდეგი ალბათ მე ვიქნებოდი. რომ არა 2012 წელი და „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, გამზადებული იყო ჩემს მიმართ 18-წლიანი მუხლი. დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“, – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს – სერგო თეთრაძე (გადამდგარი პოლკოვნიკი, მზვერავი), დავით ლონდარიძე (ვიცე-პოლკოვნიკი, დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი), სერგეი ჩაპლიგინი (ყოფილი სამხედრო) და გია გორელაშვილი (ინჟინერი, რადიომოყვარული). სასამართლომ მათ ბრალი ჯაშუშობაში დასდო, თითქოს ისინი თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ. ამ ოთხეულის დაკავება დაემთხვა საქართველოში ლონდარიძისა და ჩაპლიგინის თანაკურსელის, ბელორუსიის მოქალაქე ედუარდ ტომაშუკის სტუმრობას, რომელიც ასევე დააკავეს, მაგრამ ჯაშუშობა”ვერ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს.