,,ჩვენი ერის სახელით მადლობა გადავუხადე შარლ მიშელს”- სალომე ზურაბიშვილი
282
0
ჩვენი ერის სახელით დიდი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობარს, შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე დაკვირვება გააძლიერებს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი.