1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიაწექისწავლას -“ნიკორა ტრეიდი” უპრეცენდენტო პროექტს იწყებს
მიაწექისწავლას -“ნიკორა ტრეიდი” უპრეცენდენტო პროექტს იწყებს

მიაწექისწავლას -“ნიკორა ტრეიდი” უპრეცენდენტო პროექტს იწყებს

384
0

“ნიკორა ტრეიდი” უპრეცენდენტო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს, რომელიც ოქტომბრის თვეში “ნიკორა სუპერმარკეტში” დასაქმდება, კომპანია სრულად, გადაუხდის სწავლის საფასურს.

“ნიკორა ტრეიდი” არის კომპანია, რომელიც სექტორში, ლიდერის სტატუსს ორ ათწლეულზე მეტია წარმატებით ინარჩუნებს და თან განვითარებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს თამამად დგამს. დღეის მონაცემით კომპანია 9000-მდე ადამიანს ასაქმებს და პრიორიტეტში აყენებს, როგორც თანამშრომლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, ასევე მათ განათლებაში ინვესტიციის ჩადებას.

“აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია იწყებს უპრეცენდენტო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს, რომელიც ოქტომბრის თვეში დასაქმდება “ნიკორა სუპერმარკეტში” და შემოუერთდება ჩვენ გუნდს, კომპანია სრულად, გადაუხდის სწავლის საფასურს, სახელმწიფო გრანტის 100% იანი ოდენობით. თუ პირი ეხლა ჩაირიცხა და გახდა სტუდენტი, ჩვენთან თანამაშრომლობის ფარგლებში, ის გარანტირებულად მიიღებს სწავლის 4 წლიან დაფინანსებას და მას არ მოუწევს არცერთი თეთრის გადახდა. თუ მეორე, მესამე ან მეოთხე კურსზეა, აქაც იგივე პრინციპი იმოქმედებს და სწავლის დასრულებამდე “ნიკორა ტრეიდი” გადაიხდის მისი სწავლის გადასახადს.

გუნდში შემოერთების დღიდან სტუდენტი ასევე მიიღებს სექტორში მუდმივად კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსს და ყველა იმ ბენეფიტს, რითიც სხვა თანამშრომლები სარგებლობენ. თანამშრომლობის პერიოდში მენეჯმენტის მხრიდან პერიოდულად მოხდება შედეგების გადახედვა და პოზიციური ცვლილებების შეთავაზება, რათქმაუნდა დაწინაურებების ასპექტით. სწავლის დასრულების შემდგომ კი კომპანია მზაობას აცხადებს მათი კანდიდატურის განხილვას იმ დროისთვის ისეთ ვაკანტურ პოზიციებზე, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება მათ თეორიულ ცოდნასთან და ინტერესებთან.
ამ ეტაპზე კომპანიის მხრიდან მოხდება ვაკანტური ადგილების შეთავაზება ათობით დასახელების სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც ფილიალებში, ასევე სათაო ოფისში. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთავაზებები, უნარების და გრაფიკების გათვალისწინებით, თითქმის ყველა სტუდენტის მოთხოვნებზეა მორგებულია.
ამ მასშტაბურ და მომავალი თაობისთვის სასიკეთო პროექტში, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ სტუდენტები სტაბილურად ისწავლიან და ფინანსურად უზრუნველყოფილები იქნებიან, ცხადია მოვიაზრებთ წამყავნი უნივერსიტეტების ჩართულობას.
ვგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველად მხოლოდ პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან დასაქმების პრიორიტეტულ სიებში”-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “ნიკორა ტრეიდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.