 
                                    ისრაელში, საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
575
								0
			ისრაელში, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
„ისრაელში საქართველოს დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზეა კონსული“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვით ძალები ავრცელებს.

 
                                                                        
                                                                                                                                             
                                                                        
                                                                                                                                            