1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  შეიძლება, შენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვო, რათა საარჩევნო ბენეფიტი მიიღო? ეს არასამთავრობოები პოლიტიკური აქტორები არიან-თენგიზ შარმანაშვილი
 შეიძლება, შენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვო, რათა საარჩევნო ბენეფიტი მიიღო? ეს არასამთავრობოები პოლიტიკური აქტორები არიან-თენგიზ შარმანაშვილი

 შეიძლება, შენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვო, რათა საარჩევნო ბენეფიტი მიიღო? ეს არასამთავრობოები პოლიტიკური აქტორები არიან-თენგიზ შარმანაშვილი

172
0

შეიძლება, შენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვო, რათა საარჩევნო ბენეფიტი მიიღო? ეს არასამთავრობოები პოლიტიკური აქტორები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სხვადასხვა კარზე აკაკუნებდა, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და სხვადასხვა კარზე აკაკუნებდნენ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომ ქართველმა სამხედროებმა მასობრივად დაარღვიეს ადამიანის უფლებები ცხინვალის რეგიონში. რამე სიახლეა? ეს ისევ იმ მოღალატეობრივი კურსის გაგრძელებაა, რასაც აქამდე აკეთებდნენ. შეიძლება, მოითხოვო შენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა იმის გამო, რომ საარჩევნო ბენეფიტები მიიღო? ესენი არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან, ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები არიან, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მხარს უჭერენ კი არა, მათთან ერთობაში გამოდიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.