1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ -ბიძინა ივანიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ -ბიძინა ივანიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ -ბიძინა ივანიშვილი

357
0

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ხალხი იღებს გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

„დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ! მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!“-განაცხადა ივანიშვილმა.