1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა, არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი -გიორგი ვოლსკი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე
უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა, არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი -გიორგი ვოლსკი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე

უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა, არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი -გიორგი ვოლსკი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე

227
0

გახარიას და „ლელოს“ როგორი რეიტინგიც ჰქონდათ, იმაზე გაცილებით დაბალი ექნებათ, როდესაც შეიკრიბებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ პროცესი გაწელილია, სინამდვილეში კი გაერთიანება უკვე გადაწყვეტილია.

„რა მესამე რაუნდზეა საუბარი. პროცესი საინტერესოა, რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, რომ საზოგადოება მოატყუონ. გაიხსენეთ გახარიას განცხადება, რომ „ლელო“ უნდა იხსნას „ნაციონალური მოძრაობის“ მარწუხებიდან. ახლა კიდევ აცხადებს, რომ ყველაფერი, პოლიტიკური ინტერესები დათმო, რადგან სახელმწიფოს ინტერესებს შეუდგეს დამხმარედ. გამოდის, სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს სცილდებოდა. ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ რაღაც ახალი სცენარი არ გათამაშდა. დღევანდელი სცენარი ასეთია – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი, მთავარი მომრევი თითქოს სალომე ზურაბიშვილია, ლიდერი, რომელმაც მიხელ სააკაშვილი ჩაანაცვლა თავისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემო უნდა გააერთიანოს მთელი რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, ეს სასაცილოა ოპოზიციის მხრიდანაც. როგორ შეიძლება, ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა თავისი გაერთიანებით მეტი ხმა მოიზიდოს. როგორი რეიტინგიც ჰქონდა ერთსაც და მეორესაც, გაცილებით დაბალი ექნებათ, როდესაც შეიკრიბებიან. ამის პერსპექტივას ვერ ხედავენ,  ქართული საზოგადოება უინტელექტო და უჭკუო ჰგონიათ. მთელი ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარდაშვებული, კისერმოხრილი და ცალფეხზე მდგომი უსმენს სისულელეებს, რასაც დადგმული, მოდელირებული ქრონიკიდან გვთავაზობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში დღეისთვის არის დაგეგმილი.