“ევროპული მომავალი”- სატყუარა საქართველოსთვის”- რას წერს უცხოური პრესა
სერბეთის გაზეთ „პოლიტიკაში“ (Политика – იბეჭდება ბელგრადში 1904 წლიდან, ერთადეთი დამოუკიდებელი გაზეთი იყო სოციალისტური იუგოსლავიის არსებობის პერიოდში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროპული მომავალი“ – სატყუარა საქართველოსთვის“ (ავტორი – სლობოდან სამარჯია).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მორიგ „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. ვაშინგტონში უკიდურესად უკაყოფილონი არიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი მდგომარეობით. ქვეყანამ, რომელსაც ამჟამად დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტი სალომე ზურაბაიშვილი ხელმძღვანელობს, ერთხელ უკვე გადაიტანა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების კოშმარი (2003 წლის ნოემბერში), რის შემდეგაც საქართველომ რუსეთთან ომის საშინელი შედეგებიც გამოსცადა, ორი რუსული ორიენტაციის მქონე რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაკარგვის სახით.
ალბათ, აცნობიერებენ რა იმას, რომ რომ უკრაინის ავანტიურა უახლოვდება თავის გარდაუვალ და არასასიამოვნო ფინალს, „მესამე მსოფლიო ომის წინასწარმეტყველები“ დაუბრუნდნენ უკვე კარგად დავიწყებულ ბრძოლის ველს – კავკასიის რესპუბლიკას, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებზე მდებარეობს – რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. ისინი დაბრუნდნენ იმ მხარეში, რომელსაც თვაის დროზე „თვალი დაადგა“ გერმანელ ნაცისტთა ფიურერმა ადოლფ ჰიტლერმა.
ვაშინგტონის განზრახვა სპონტანურად არ გაჩენილა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა 4,6-მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც არაერთხელ განუცდია სამხედრო-პოლიტიკური ქარიშხლები ანტიკური დროიდან დღემდე, მაგრამ ის, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ამჟამად დასავლელი მეცენატებისათვის, არის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძირითადად თავი გაართვა ქაოსურ სოციალურ დაძაბულობას. ქვეყანაში შექმნილია ახალი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანებმა აზროვნება საერთაშორისო დონეზე არსებული ტენდენციების შესაბამისად დაიწყეს. გარდა ამისა, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი ასევე უკვე ადაპტირებულია თანამედროვე იდეებისა და მიმართულებებისადმი, რის გამოც საქართველო ძლიერ მოთამაშედ გადაიქცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.
მაგრამ ბევრი რამ თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება: ქართველები [რიგი მიზეზების გამო] თანდათან ივიწყებენ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების 16-წლიანი წყვეტის მიზეზებს და ბევრად უფრო პრაგმატულად უყურებენ რეალობას – ორივე მხარის – [რუსეთისა და დასავლეთის] მოქმედებას, რომლებიც ოდესღაც იდეოლოგიური საზღვრებითაც იყვნენ გამიჯნულნი.
თბილისმა საკუთარი თავით აზროვნება დაიწყო და სამომავლო განვითარების გზას ყურადღებით არჩევენ. ამ თვალსაზრისით ემზადება ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელმაც იმავდროულად შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს საპროტესტო აქციებსა და უწესრიგობებს,საქართველომ დიდი რყევებით გადაიტანა თავისი პირველი ფერადი რევოლუცია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ყველა ქვეყანამ გაიარა, მათ შორის ევროპაშიც – იმ ქვეყნების ჩათვლითაც, რომლებიც შემდგომში არ დათანხმდნენ ერთპოლარულ ამერიკულ მსოფლიო წესრიგს. ფერადი რევოლუციები ერთგვარი კარგი გაკვეთილი იყო, რომლიდანაც დასკვნები იქნა გამოტანილი. ძველი შეცდომების გამეორება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. დაბრუნება იმ ტრადიციული თანაცხოვრების ფესვებისაკენ და კეთილმეზობლობისაკენ, რომლის დროსაც გვერდი-გვერდ ებრძოდნენ მტრებს და დამპყრობლებს, საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქის მიერ აღიქმება როგორც სწორი არჩევანი.
თანამედროვე პოლიტიკურ არენაზე საქართველოში, დაწყებული 2012 წლიდან, მთავარი სიტყვა ეთქმის მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ შექმნილ მთავრობას, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. რუსეთისადმი დაუცხრომელმა სიძულვილმა, რომელიც ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს ახასიათებდა, უკან დაიხია და ადგილი პრაგმატული თანამშრომლობის სურვილს დაუთმო: სავაჭრო კავშირების დონე ყოფილ მეტროპოლიასთან ადრე არსებული 438 მილიონი დოლარიდან დღევანდელ მილიარდნახევარ დოლარამდე გაიზარდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დასავლურ წრეებს მმართველი პარტია პრორუსულად შეერაცხათ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველებისათვის განვითარების ერთადერთ ვარიანტს „ევროპული ინტეგრაცია“ წარმოადგენს და ამ მხრივ „არჩევანი ხალხმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთა, თუმცა იმ დაპირებებისაგან, რასაც დასავლეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წლიდან) აღუთქვამდა, ბევრი რამ არ შესრულებულა. საქართველო არ იქნა მიღებული არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, არც ევროკავშირში… უეჭველი და აშკარაა, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ უსამართლოდ იქცეოდა, შანსებს ხელიდან უშვებდა და მხოლოდ ისევ დაპირებების პოლიტიკას აგრძელებდა… და როცა დასავლელმა სამხედრო მგეგმავ-სტრატეგებმა, რომლებიც, ალბათ, ადოლფ ჰიტლერის ოცნებებს იზიარებდნენ და ისტორიის მსვლელობის შესაცვლელად, რუსეთისადმი სამხრეთიდან დარტყმის იდეა ჩაიფიქრეს, მათ საქართველო მხოლოდ მაშინ გაახსენდათ. საქმე მხოლოდ რუსეთში კი არ არის, არამედ ეს ეხება თურქეთს, ირანს და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, [რომლებიც, დასავლეთის აზრით, ე.წ. „რუსულ ორბიტას“ უნდა ჩამოშორდნენ] – იმ თვალსაზრისით, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმპერია ირღვევა.
ამას წინათ საქართველოში ქუჩის გამოსვლები გაიმართა, რომლის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებდნენ. ეს კანონი გულისხმობს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შემოსავლები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, გამჭვირვალე უნდა იყოს, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მოქმედი ანალოგიური კანონის მსგავსად. ოპოზიციამ პროტესტი გამოხატა და კანონი პრორუსულად გამოაცხადა. ცეცხლზე ნავთი დაასხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის თვალსაზრისს. ახლა მის მიერ ცადენილი „პროევროპულ-პროდასავლური ცოდვებისათვის“ ქართული საზოგადოება პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის მთელი თაობა გაიზარდა და ახალი თაობის წარმომადგენლებს სერიოზული მიდგომები აქვთ ევროპული ინტეგრაციის რისკების მიმართ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კონსერვატიულია, ამიტომაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომლითაც თავის დროზე მას საქართველოს მონაწილეობით რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, წინააღმდეგობას წააწყდა – ქართველებმა ახალ ომში ჩაბმა არ ისურვეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ