1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო
თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

200
0

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.

ესენია:

  • საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში – Best Digital Bank Georgia
  • წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში – Best Digital Banking Brand Of The Year Georgia
  • ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში – Most Innovative Digital Bank Georgia

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.

 

Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

R