1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ჭავჭავაძის 64ბ”-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
„ჭავჭავაძის 64ბ”-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

„ჭავჭავაძის 64ბ”-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

200
0

„ჭავჭავაძის 64ბ”-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია „ჭავჭავაძის 64ბ”-მ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საცალო ინვესტორებისგან. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებში ინვესტირება საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 100-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა განახორციელა. ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, კომპანია დამატებით 7.5 მილიონ ევრომდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული ფულადი სახსრები კომპანიის საბანკო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება, რაც მისი სასესხო პორტფელის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

„ჭავჭავაძის 64ბ” სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის უკვე მეორე ბენეფიციარია.

„2024 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთადერთი გზა იყო ბანკიდან სესხის აღება, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ კაპიტალის ბაზრების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამის თანახმად, კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2024 წელს დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ”, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ჩვენი სადებიუტო, საკმაოდ მასშტაბური ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ტრანზაქციამ ინვესტორების მხრიდან მაღალი დაინტერესება გამოიწვია, რაც კომპანიის მიმართ მაღალ ინტერესსა და ნდობაზე მიუთითებს. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანიამ წარმატებით მოახდინა დაფინანსების დივერსიფიკაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ „რედიქს ჯგუფი” ბაზარს სამომავლოდაც შევთავაზებს მსგავს წარმატებულ და ინოვაციურ პროდუქტებს და ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს”, „თიბისი კაპიტალს”, სხვა პარტნიორებსა და ინვესტორებს”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.

„მოხარული ვართ, რომ „ჭავჭავაძის 64ბ”-მ, ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციების სადებიუტო ემისია წარმატებით განახორციელა და როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი საცალო ინვესტორებისგან და იურიდიული პირებისგან დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინსასების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქალაქში უმსხვილეს, მაღალი დონის ბიზნეს ცენტრს ფლობს და სადაც უმსხვილესი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები ოპერირებენ”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„ვულოცავთ „ჭავჭავაძის 64ბ”-ს სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას. ინვესტორების მხრიდან კომპანიის ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესი ხაზს უსვამს კომპანიის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ბიზნეს-ცენტრის პოზიციას ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ „ჭავჭავაძის 64ბ”-ს სახით ბაზარს კიდევ ერთი წარმატებული ემიტენტი შეემატა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში „რედიქს” ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ”, – ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტის” დირექტორის მოადგილე.

„ჭავჭავაძის 64ბ” თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფლობს და მართავს 32 მილიონ დოლარად შეფასებულ, 19 სართულიან, A კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის: აზიის განვითარების ბანკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იაპონიის საელჩო, ევროპის საბჭო და სხვა.

„ჭავჭავაძის 64ბ” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია – „რედიქსის” ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

(R)