1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,უმნიშველოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში”- გიორგი ვაშაძე
,,უმნიშველოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში”- გიორგი ვაშაძე

,,უმნიშველოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში”- გიორგი ვაშაძე

112
0

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც კამალა ჰარისი, როგორც “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი, ოფიციალურად წარედგინება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ვიზიტის ამოცანა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

“უმნიშველოვანესი ვიზიტი, რომელიც გვექნება აშშ-ში. ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან. დავესწრებით კამალა ჰარისის წარდგენას.

დავესწრებით დემოკრატების დიდ შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ობამა, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი და რაც მთავარია იქნება ძალიან ბევრი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში იმისთვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ასევე მოვიტანოთ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამ მიზნით მივდივართ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.

მოვემზედოთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად და გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”,- განაცხადა ვაშაძემ.