17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
თქვენ გარშემო არსებული ვითარება სწრაფად შეიცვლება. მოძებნეთ ახალი შესაძლებლობები, გადადით თქვენი მიზნისკენ სავალ გზაზე. საინტერესო დღეა, გჭირდებათ მეტი აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.
კურო
დღეს ბედი გაგიხსნით ახალ შესაძლებლობებს, რომლითაც ოსტატურად ისარგებლებთ. გამოიჩინეთ მოქნილობა და დიპლომატია, მოერგეთ ადამიანებსა და სიტუაციებს. ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით მეტს მიაღწევთ და სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ.
ტყუპი
აირჩიეთ ყველაზე საინტერესო და უჩვეულო საქმეები. 17 აგვისტოს დიდი ენერგია გაქვთ და შეგიძლიათ ურთულესი საკითხების გადაჭრა. თქვენი აქტიური ქმედებები მალე პოზიტიურ ცვლილებებს მოგიტანთ. სასარგებლოა ვარჯიში.
კირჩხიბი
დღეს უნდა მოერიდოთ აჩქარებას და საქმეები კომფორტული ტემპით გააკეთოთ. გექნებათ დრო, რომ შეასრულოთ ყველაფერი დაგეგმილი, თუ რაციონალურად გაანაწილებთ ძალებს. იყავით თავშეკავებული, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.
ლომი
საინტერესო და დატვირთული დღეა. უნდა მოემზადოთ სიურპრიზებისთვის. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და ნაცნობობა, გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. უმჯობესია გადადოთ ფინანსური საკითხების მოგვარება. თუ გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, რჩევა სთხოვეთ საყვარელ ადამიანებს.
ქალწული
თუ აქტიური და დაჟინებული ხართ, შეგიძლიათ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს და მიიღოთ ის, რაც გსურთ. თუ რამე არ გამოვა პირველ ჯერზე, სცადეთ ალტერნატიული მიდგომა, გამოიყენეთ უჩვეულო მეთოდები. დაუფიქრებლად ნუ გასცემთ პასუხს.
სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. დღეს კარგ ხასიათზე ხართ და დადებითად აღიქვამს იმას, რაც ხდება. ზოგიერთმა მოვლენამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს გეგმებზე, მოგიწევთ ადაპტაცია. გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში.
მორიელი
სიფრთხილე გმართებთ ბასრი საგნებთან, მოერიდეთ დაზიანებებს. უმჯობესია დღე მშვიდად გაატაროთ, დაკავდეთ ჰობით, უყუროთ ტელევიზორს, დაისვენოთ. ნუ მიიღებთ სპონტანურ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
მშვილდოსანი
დღე შესაფერისია კომუნიკაციისთვის, კონფიდენციალური საუბრებისთვის. სასარგებლოა ახლის, საინტერესოს გაკეთება და ნათელი ემოციების მიღება. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე გჭირდება. არავინ მოგატყუოთ.
თხის რქა
იმისთვის, რომ დღეს დაგეგმილი ყველაფერი განხორციელდეს, კარგი გეგმა გჭირდებათ. ბევრი საზრუნავი და ვალდებულება დაგიგროვდათ. მიმართეთ დახმარებისთვის თქვენს ოჯახს: მათი მუშაობის შედეგები გაგახარებთ. უპირატესობა მიანიჭეთ საკითხებს, რომლებიც ადრე იყო გადადებული.
მერწყული
შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც შეგიცვლით შეხედულებებს გარკვეულ მოვლენებზე და გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას. არ დაიწყოთ რთული ან საპასუხისმგებლო ამოცანები. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო სამუშაოს და დაკავდით ჰობით. უმჯობესია საღამო პასიურად და მოდუნებულად გაატაროთ.
თევზები
ყოველდღიურ საკითხებთან გამკლავება მოგიწევთ, თუმცა ეს დაგამშვიდებთ, ემოციურად მოდუნების და პოზიტიური განწყობის ამაღლების საშუალებას მოგცემთ. საღამო დაუთმეთ თქვენს საჭიროებებს, წადით სალონში, გაიკეთეთ მასაჟი, გამოიძინეთ და აღიდგინეთ ძალა. შესაფერისი დღეა შერიგებისთვის.