1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დაეხმარებიან თუ არა უკრაინას ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16-ები რუსეთთან ომში?”-Reuters
“დაეხმარებიან თუ არა უკრაინას ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16-ები რუსეთთან ომში?”-Reuters

“დაეხმარებიან თუ არა უკრაინას ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16-ები რუსეთთან ომში?”-Reuters

317
0

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დაეხმარებიან თუ არა უკრაინას ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16-ები რუსეთთან ომში?“ (ავტორი – ანასტასია მალენკო, კიეველი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინამ ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლების F-16 Falcon-ების („შევარდნების“) პირველი პარტია მიიღო. კიევისათვის ამ დიდი ხნის ნატვრის შესრულება მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, მაგრამ… ეს საკმაოდ მოძველებული თვითმფრინავები (F-15-ის პირველი გაფრენა შორეულ 1974 წელს განხორციელდა) რუსეთთან წინააღმდეგობის გაწევის დროს უკრაინისათვის პანაცეის როლს არ შეასრულებენ.

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ამ საჰაერო საბრძოლო აპარატის ეფექტურ გამოყენებას ხელს რამდენიმე
ფაქტორი შეუშლის:

პირველი- თვითმფრინავების რაოდენობა მაინცდამაინც ბევრი არ არის. უკრაინა ჯერ-ჯერობით რიცხვს არ ასახელებს და საიდუმლოდ ინახავს, კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჯერ მხოლოდ ექვსი „შევარდენია“ მიღებული. ამბობენ, მათი რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ იმდენი მაინც არ იქნება, რომ ომის ბედი კიევის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ექსპერტების აზრით, უკრაინას 60 F-16 მაინც დაჭირდება, რომ რუსული ავიაცია „შეაშინოს“ და მას მოქმედების საშუალება არ მისცეს.

მეორე – უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოცდილ-განსწავლული პილოტების დეფიციტს განიცდის: 2024 წლის ბოლოსათვის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე მხოლოდ 20-მდე მფრინავი იქნება მომზადებული, რომლებიც „ფალკონების“ მართვას შეძლებენ;

„თქვენ შეიძლება ბევრი სწრაფი თვითმფრინავი გქონდეთ, მაგრამ თუ ისინი ეფექტური იარაღით არ იქნებიან უზრუნველყოფილნი (იგულისხმება „ჰაერი-ჰაერის“ სისტემის რაკეტები) და არ ეყოლებათ ისეთი ეკიპაჟები, რომლებიც უნარიანად იმოქმედებენ ეფექტური ტაქტიკით, მაშინ მათ რუსები დიდი რაოდენობით ჩამოაგდებენ“, – ამბობს ბრიტანელი სამხედრო ავია ექსპერტი ჯასტინ ბროკი „როიტერის“ კორესპონდენტთან საუბარში.

აშშ-ის ხელისუფლება, მართალია, უკვე განიხილავს F-16-ის პილოტების მომზადების გაფართოებას, მათ შორის ევროპაშიც, მაგრამ ჯასტინ ბროკი დარწმუნებულია, რომ ნატოს ამ ამოცანის რეალიზებისათვის დიდი დრო დაჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ F-16-ების ტექნიკური მომსახურება კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება: სამუშაოების მეტი ნაწილი აუცილებელია უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდეს და ამისათვის უცხოელი მენარდეების მიწვევა იქნება აუცილებელი.

გარდა ამისა, ექსპერტები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ რუსეთს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ F-16-ებთან შესახვედრად მომზადებულიყო და ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები განელაგებინა ფრონტზე და ზურგში, რომლებიც „შევარდნებისათვის“ საზიანო იქნება. გარდა ამისა, რუსეთი მეთოდურად ბომბავს იმ უკრაინულ აეროდრომებს (ანუ სამხედრო-საჰარეო ბაზებს), სადაც, სავარაუდოდ, მიღებული F-16 იქნებიან განთავსებულები. უკვე სასტიკად დაიბომბა სამხედრო აეროდრომები სტაროკონსტანტინოვკასა და მირგოროდში. სავარაუდოდ, ამგვარი ავიაშეტევები ახლო მომავალში კიდევ უფრო გახშირდება.

კრემლში თვლიან, რომ ამერიკული F-16 კიევისათვის ფრონტზე არსებულ სიტუაციას არანაირად არ შეცვლის: „ფალკონები“ ჩამოგდებულნი და განადგურებულნი იქნებიან მაშინვე, როგორც კი ისინი ცაში აფრინდებიან, ამიტომ მათზე დიდი იმედების დამყარება გამორიცხულია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: