“პუტინმა ტრამპი “გადააგდო”? პატიმრების გაცვლა როგორც ფაქტორი აშშ-ის პოლიტიკაში”-BBС
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტი კომენტარს უკეთებს პატიმრების გაცვლას რუსეთსა და დასავლეთს შორის და სტატიაში სათაურით: “პუტინმა ტრამპი „გადააგდო“? პატიმრების გაცვლა როგორც ფაქტორი აშშ-ის პოლიტიკაში” წერს: ин осадил Трампа? Обмен как фактор в американской политике „ექს-პრეზიდენტ უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსია და უკრაინასთან ომის დაწყება ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში მოახდინა, მე – დონალდ ტრამპს – კი იგი პატივს მცემს და ჩემი პრეზიდენტობის დროს პუტინს მსგავსი არაფერი ჩაუდენიაო. თანაც იქვე ამბობს – „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, პუტინს მოველაპარაკები და ომს 24 საათში დავასრულებო“. ბოლო დროს კი დონალდ ტრამპმა თავის გამონათქვამებს ერთი ნიუანსი დაუმატა – „ვლადიმერ პუტინს ჩემი ეშინია, ეს ვიქტორ ორბანმა გამიმხილაო“.
ექს-პრეზიდენტის ასეთი რიტორიკა არც კრემლს არ მოსწონს და არც თეთრ სახლს, ორივე ენთუზიაზმის გარეშე უსმენს დონალდ ტრამპის ლაპარაკს. „უკრაინის კრიზისი შეუძლებელია ერთ დღეში მოგვარდეს“, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში.
მაგრამ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მაინც შეუსვენებლივ ტრაბახობს თავისი შესაძლებლობებით, რომ მას ვლადიმერ პუტინზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, დონალდ ტრამპმა ორიოდე თვის წინ თქვა, რომ „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს კრემლი „ჩემი ხათრით და ზეწოლით მაშინვე გაათავისუფლებს, როგორც კი პრეზიდენტი გავხდებიო“:
„ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, ამას ჩემთვის მხოლოდ გააკეთებს და მეტი არავისთვის და თანაც ჩვენ ამისთვის არაფერს არ გადავიხდით!“, – ამტკიცებდა დონალდ ტრამპი.
კრემლი კი ცივად პასუხობდა, რომ ევან გერშკოვიჩის ბედზე დონალდ ტრამპთან არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობსო.
არავინ იცის, შეურაცხყოფილი იყო თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ასეთი ფამილარული ტონით ლაპარაკის გამო და გავლენა მოახდინა თუ არა მისმა ტრაბახმა იმ დროზე, რომელიც გაცვლისთვის იქნა შერჩეული. მაგრამ ფაქტი ჯიუტია: რუსეთის საპყრობილეებიდან ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლებას, პოლიტიკური ქულების სახით, დემოკრატები – აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლება – ჩაიწერენ და არა დონალდ ტრამპი.
კამალა ჰარისიც, თავის მხრივ, თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნებას საკუთარ წარმატებად შერაცხავს და ამის უარყოფა დონალდ ტრამპს ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, დონალდ ტრამპისათვის არცთუ სასიამოვნო იქნება იმის აღიარება, რომ პატიმრების გაცვლის მრავალსვლიანი და მრავალგანზომილებიანი ფაქტი მინიშნებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი თითქოსდა მზადაა დემოკრატებთან მოსალაპარაკებლად, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.
მოამზადა სიმონ კილაძემ