1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპს მკვლელობის მცდელობისას ყურში ტყვია მოხვდა – FBI
ტრამპს მკვლელობის მცდელობისას ყურში ტყვია მოხვდა – FBI

ტრამპს მკვლელობის მცდელობისას ყურში ტყვია მოხვდა – FBI

273
0

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 13 ივლისს პენსილვანიაში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ყურში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ დაჭრა.

„ის, რაც ტრამპს ყურში მოხვდა, იყო მთლიანი ან დანაწევრებული ტყვია, რომელიც გარდაცვლილმა [თომას მეთიუ კრუკსმა] თავისი შაშხანიდან გაისროლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გამოცემა Associated Press-ი წერს, დღემდე გამოძიების ფედერალურ ბიუროს და საიდუმლო სამსახურს, რომლებიც ტრამპზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ, ოფიციალურად არ უთქვამთ, თუ რამ მიაყენა ზიანი პოლიტიკოსს. თავად ტრამპი და მისი გუნდიც საზოგადოებას არ აწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წერია საავადმყოფოს სამედიცინო დასკვნაში, სადაც ის თავდასხმის შედეგ გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.