1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკომისიის კვლევის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია
ევროკომისიის კვლევის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია

ევროკომისიის კვლევის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია

186
0

ევროკომისიის დაკვეთით ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული.

გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.

Ipsos-მა ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 ათასამდე მოქალაქემ მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.

მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.