1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან – The Washington Post
უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან – The Washington Post

უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან – The Washington Post

271
0

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან“ (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კადრების გადინება ფრონტზე ეკონომიკას ამუხრუჭებს, უკრაინის ქარხნებში, ფაბრიკებში და სოფლის მინდვრებში მამაკაცებს ქალები ცვლიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რადგანაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მცხოვრებთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა – მილიონობით ადამიანმა – ქვეყნის ტერიტორია დატოვა და საზღვაგრეთ წავიდა, ათი ათასობით უკრაინელი მამაკაცი კი ჯარში, ფრონტის საჭიროების გამო იქნა გაწვეული, ბევრი ადგილობრივი საწარმო სამუშაო ძალისა და კადრების მწვავე ნაკლებობას განიცდის. ახლა როცა კიევი მობილიზაციას აფართოებს, ბიზნესი ვარაუდობს, რომ თანამშრომელთა პოვნა კიდევ უფრო გართულდება.

კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტზე ჩივიან არამარტო სამრეწველო საწარმოების მფლობელები, არამედ სოფლის მეურნეობაში დაკავებული ბიზნესმენებიც – არ ჰყოფნით მექანიზატორები, აგრონომები, ვეტერინარები…. კომპანიები პრობლემის მოგვარებას იმით ცდილობენ, რომ სულ უფრო მეტ ქალებს იწვევენ იმ სფეროში სამუშაოდ, სადაც ადრე ძირითადად მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დასაქმებულები – მეტალურგიულ ქარხნებში, ქვანახშირის შახტებში… და მაინც, საკადრო პრობლემების მოგვარება ზალიან რთულია.

თავის მხრივ, საკადრო დეფიციტი ეკონომიკას ამუხრუჭებს, რომელიც დასავლეთზე ადამოკიდებული. ომმა უკრაინის ეკონომიკა დაანგრია: 2022 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 29%-ით შემცირდა, მომდევნო წლებში მშპ მეტ-ნაკლებად აღდგა (თავდაცვის საწარმოებისა და შავი ზღვის ნავსადგურების ამუშავებით), მაგრამ უკრაინა მაინც დასავლურ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.

 ეკონომიკის კიდევ ერთ ბედურებას წარმოადგენს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები და საერთო უკმარისობა. საწარმოები იძულებულნი არიან შეიძინონ ძვირადღირებული მძლავრი გენერატორები და მათი მუშაობისათვის აუცილებელი საწვავი. ელექტროენერგიის დეფიციტი უცხოელ ინვესტორებს აფრთხობს.

მიმდინარე წლის ბოლოს მოსალოდნელია უკრაინის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, თუმცა, ის უფრო მეტი იქნებოდა, სამუშაო ძალის ნაკლებობა რომ არ იყოს.

როგორც კიეველი ეკონომისტი სერგეი ფურსა ამბობს, ჯარში ახალი გაწვევა არამარტო ჩაშლის ეკონომიკურ ზრდას, არამედ ბევრ უკრაინელს შეაშინებს და ისინი საზღვარგარეტ გაქცევის გზებს დაუწყებენ ძებას.: ‘თუ კიდევ 200 ან 300 ათასი ადამიანი იქნება ომში მობილიზებული, ბევრი იტყვის, რომ უკეთესი იქნება გაწვევისაგან დამალვა, ვიდრე სამუშაოზე წასვლა. ასეთი დამოკიდებულება შრომის ბაზარს დიდ სირთულეებს შეუქმნის.

პავლოგრადის ქვანახშირის შახტის ხელმძღვანელობა დარწმუნებული არ არის, რომ ქალების მუშაობა მიწისქვეშა მავნე პირობებში მხოლოდ დროებითი მოვლენას წარმოადგენს. არავინ იცის, ომი როდის დამთავრდება და თუ დამთავრდება, რა მოხდება, როცა მამაკაცები სამუშაოზე დაბრუნდებიან. დიდი ალბათობით, ქალები უმუშევრებად დარჩებიან.

თავის მხრივ, ის ქალები, რომლებიც მეშახტის მათთვის უჩვეულო და მძიმე პროფესიას დაეუფლნენ, იმედოვნებენ, რომ რაღაც ადგილს მოძებნიან.

წყარო