როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ივლისს ქუთაისში +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. რაჭაშიც წვიმს. ამბროლაურში დღეს ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმს. დღე +19 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ სიღნაღში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.