ტრამპზე თავდასხმა საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა, როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ -გურამ მაჭარაშვილი
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონად ტრამპზე თავდასხმას.
მისი თქმით, რეალურად, ესროლეს მშვიდობას, და ოჯახურ ტრადიციებს.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას უარი უთხრა და თან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს უკვე საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით.კარგად ვიცით, ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის „გლობალური ომის პარტიები“, რომელთაც სურთ, უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებზე და აღნიშნა:
„მახსოვს, ეს არის ამერიკა, რომლის დამფუძნებელი მამებიც ამბობდნენ, ამერიკის ბედს ამერიკელი ხალხი წყვეტს და არა პოლიტიკოსებიო. შესაბამისად, ყველამ თავის პოლიტიკურ პროცესს მიხედოს. დაგვანებონ ჩვენი ქვეყანა და მას ჩვენ მივხედავთ. ვინ ეკითხება ამერიკის რომელიმე წარმომადგენელს, ჩვენს ქვეყანაში რომ უხეშად ერევიან, მაგალითად, საქართველოში ხალხი რომელ ტრადიციულ მიმდინარეობას აირჩევს. ასე რომ, არჩევანი გაკეთებულია მშვიდობასა და ომს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.