1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება – ზელენსკი
უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება – ზელენსკი

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება – ზელენსკი

371
0

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

„ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. ეტაპობრივად გავხდით უკრაინას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია კვირის მიწურულისთვის ემზადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენებისთვის, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა მოვლენებზეა საუბარი.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ანდრეი იერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სასანქციო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. ზელენსკის თქმით, მუშავდება ახალი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლითაც რუსეთის კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, უკრაინაში ომის წამოწყების გამო.