1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.23K
0

ვერძი

ამ დღეს ნათესავებთან, პარტნიორებთან ან სამართალდამცველებთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ფხიზლად და ობიექტურად შეაფასოთ. ფიქრობთ, რომ უცოდველი და შეუმცდარი ხართ? ეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომაა. ალერგიამ თუ შეგაწუხათ, ახალ ექიმს ნუ მიმართავთ, ისევ იმას გაესინჯეთ, ვინც ადრე გიმკურნალათ.

კურო

თუ ამ დღეს ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდა, სავარაუდოდ, ეს გენეტიკურ ფაქტორს უკავშირდება. ზოგადი ემოციური ფონი არახელსაყრელია. ფრთხილად იყავით – შურიანი კოლეგა ჭორებს გივრცელებთ და ცდილობს მენეჯმენტი დაგაპირისპიროთ. ეცადეთ სამუშაო დღე სწრაფად დაასრულოთ და თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ.

ტყუპები

ამ პერიოდისთვის ცხოვრების აქტიური წესი შესანიშნავი გამოსავალია. ფინანსური ინვესტიცია ყოველთვის ავეჯის ან ტექნიკის შეძენას არ ნიშნავს შეძენას. ფულის დაბანდება ჯანმრთელობასა და სილამაზეშიც შეიძლება. გირჩევთ ხანმოკლე დიეტა დაიწყოთ და სხეული ნარჩენებისა და ტოქსინებისგან გაისუფთაოთ. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

კირჩხიბი

კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ფრთხილად იყავით – სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ გადაღლას უნდა მოერიდოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტებისა და საბუთებთან დაკავშირებული საქმეების დაწყებისგან. დროა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ.

ლომი

თქვენი განსაკუთრებული უნარების წყალობით შეგიძლიათ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ ურთიერთობებისთვის მზად არ ხართ და თქვენთან საერთო ენის პოვნა ძნელია. შესაძლოა დღეს მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგებიც თქვენს მომავალზე აისახება. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს, წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და მიხვდებით, რომ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით არის სავსე.

ქალწული

ამ დღეს ვარსკვლავები ახალ მიღწევებს გპირდებიან. მათი მხარდაჭერით ახალ პროექტებს სწრაფად განახორციელებთ და სასურველ შედეგებს მიიღებთ. რთული სიტუაციიდანაც კი შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდეთ. თუ წყლის პროცედურებს ჩაიტარებთ, ენერგიით დაიმუხტებით, რაც კვირის ბოლომდე გეყოფათ.

სასწორი

მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. პატარა ოჯახური წვეულება მოაწყვეთ, სილამაზის სალონში წადით და ვარცხნილობა შეიცვალეთ, საყვარელი წიგნი გადაიკითხეთ – ყველა ვარიანტი მისაღებია, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და სამსახურეობრივ საქმეებს თავი დააღწიოთ. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუტინაში დაიხრჩობთ.

მორიელი

გახსოვდეთ, რომ ოცნებებსა და რეალურ სამყაროს შორის ზღვარი უნდა გაავლოთ. ეცადეთ ილუზიებმა შეცდომა არ დაგაშვებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ ხელთაა და მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ. დატვირთული დღეა, რომელიც უამრავ საქმეს და საზრუნავს გპირდებათ, მაგრამ ეს ფინანსურ და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ გრძნობების გამოხატვა აკონტროლოთ და პარტნიორს თავი არ მოაბეზროთ.

მშვილდოსანი

ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური სტრესი საშუალებას არ მოგცემთ, რომ სამსახურში მნიშვნელოვან პრობლემებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ – ისინი მხოლოდ უარყოფით ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ თქვენი მიზეზით რაიმე კონფლიქტი არ მოხდეს და სამუშაო დღე რაც შეიძლება სწრაფად დაასრულეთ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს.

თხის რქა

ბოლო დღეებში ფულის სიმცირის გამო ხანმოკლე სირთულეები გელით, რაც თქვენს სასიცოცხლო ენერგიაზე უარყოფითად აისახება. თავი შეიკავეთ საყვარელი ადამიანის უმიზეზო კრიტიკისგან, რაც ურთიერთობის გაფუჭების გარდა არაფერს მოგიტანთ. დაიმახსოვრეთ – ახლა უარყოფითი ემოციები არ გჭირდებათ.

მერწყული

მერწყულის ცხოვრებაში რთული ეტაპი იწყება – თქვენს გზაზე გამუდმებით დაბრკოლებები ჩნდება, მაგრამ მათ მარტივად გადალახავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აგრესია თავიდან აიცილოთ. ბოლო დროს თქვენი სოციალური წრე ახალი, საინტერესო ადამიანებით შეივსება. სიახლე ადამიანებს ხშირად აშინებს და დღეს სწორედ ამ გრძნობის განცდა მოგიწევთ.

თევზები

ძალიან რთული დღეა. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და სირთულეები გადალახოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, სასიამოვნო ენერგიის მატარებლები არ არიან, ამიტომ უმჯობესია, ურთიერთობები შეზღუდოთ და სახლში განმარტოვდეთ. გირჩევთ საღამოს თავისუფალი დრო მეგობრებს დაუთმოთ და თავს იდეალურად იგრძნობთ.