რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა – მაკრონი
396
0
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა.
მაკრონმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ეს იერიში აფრიკის კონტინენტზე XIX საუკუნის თავდასხმებს შეადარა. მისი თქმით, ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც ეგონათ, რომ ევროპიდან უკვე გამქრალი იყო.
„რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული მიწიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, თუნდაც მე-19 საუკუნის ომი. მე ვსაუბრობ კონტინენტზე, რომელიც კოლონიური იმპერიალიზმისგან დაზარალდა. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც თავის ინტერესების დასაცავად, მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.