1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე მედიის რჩეული PSP გახდა
ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე მედიის რჩეული PSP გახდა

ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე მედიის რჩეული PSP გახდა

301
0

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს – რეიტინგის XXIII დაჯილდობაზე  მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა.
ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.

კომპანია PSP-მ ასვე გაიმარჯვა ექსპერტების რჩეული კომპანია  ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

“პირველ რიგში დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და “ჯორჯიან თაიმსის” გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს ყოველწლიურად, ასეთი დღესასწაული, მოგვიწყოს ბიზნეს სექტორს. რა თქმა უნდა ჩვენთვის, ეს პირველი ჯილდო არ არის, როგორც ლიდერი ბიზნეს კომპანია, თავის დარგში, არაერთი პრიზი გვაქვს წლების განმავლობაში მიღებული. ძალიან მიხარია, რომ წელს, უკვე მეორედ გავხდით მედიის რჩეული- ბიზნესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გავხდით გამარჯვებული, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. თითოეული აღიარება და ჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია”- აცხადებს PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.

გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე-ს გადაეცა.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.