1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დადასტურდა, ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული” – თინა ხიდაშელი
“დადასტურდა, ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული” – თინა ხიდაშელი

“დადასტურდა, ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული” – თინა ხიდაშელი

767
0

“ხელისუფლება ომთან დაკავშირებით მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, რაც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული.” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე, თინა ხიდაშელმა და დასძინა რომ, ყოველივეს ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც.

 

“შეუძლებელია ასეთ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდეს სახელისუფლებო პარტია მისი ყველა შემადგენლით და ეს არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული, დღეს მან ეს დაგვიდასტურა,” – განაცხადა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა.

 

“არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა, სხვა შემთხვევაში ეს კითხვა არ დაისმებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრები იმართება. ეს არის მათ შორის იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებაა, ურჩევნიათ, რეალურ მმართველებს ესაუბრონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ, აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. უფრო საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება ეს ისტორია,” – განაცხადა ხიდაშელმა.

 

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. იგი ადასტურებს, რომ მასა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის “დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”.