1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მრჩევლებმა ტრამპს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს -Reuters
მრჩევლებმა ტრამპს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს -Reuters

მრჩევლებმა ტრამპს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს -Reuters

129
0

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას და რუსეთს შესაძლოა ულტიმატუმები წაუყენოს.

სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, მისმა მრჩევლებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს.

შეთავაზებული გეგმის მიხედვით, თუკი კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყეს, ტრამპი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. იმავდროულად, ტრამპი მოსკოვსაც წაუყენებს ულტიმატუმს, რომ თუკი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი უკრაინისადმი მხარდაჭერას გაზრდის.

გეგმის ავტორები კიტ კელოგი და ფრედ ფლეიცი არიან, რომლებიც 2017-2021 წლებში, ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის უშიშროების საბჭოში პასუხისმგებელი მდივნების პოსტებს იკავებდნენ. ინფორმაცია გეგმის შესახებ Reuters-ს, კელოგმა მიაწოდა. შეთავაზებული სტრატეგიის თანახმად, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რაც შეიძლება მალე უნდა დასხდნენ. მოსკოვს კი პირობა უნდა მისცენ რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება უვადოდ გადაიდება.