იმედია, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ისე არ მოექცევა საქართველოს, როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს და უდანაშაულო ადამიანებს სჯიდნენ -მამუკა მდინარაძე
იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ისევე როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ თავის დროზე საკუთარ მოქალაქეებს, ასე არ მოექცევიან საქართველოს, ისინიც ამას აკეთებდნენ, უდანაშაულო ადამიანებს აბრალებდნენ დანაშაულს და სჯიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიამ თუ საქართველოს, მის ხელისუფლებას რაღაცები დააბრალა არასწორად, შემდეგ სანქციები შეიძლება, ჩვეულებრივი ამბავი გახდეს, მაგრამ დაბრალებაშია პრობლემა და არა სანქციებში.
„შეუძლებელია, რომ ევროკავშირში მაღალი თანამდებობის პირებმა არ იცოდნენ, რაც კანადაში კანადურია, საქართველოში რუსული ვერ იქნება რაც საფრანგეთში ფრანგულია, ისე ვერ იქნება საქართველოში რუსული. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ბრალი დაედოს საქართველოს იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს და ამ დროს, დაბრალებული ამბის მიხედვით საქართველო მიდის უკან. წარმოუდგენელია, დაბრალებული ამბის გამო მოხდეს ჩვენი ქვეყნის სანქცირება. ასე ხდებოდა „ნაცების“ დროს. „ნაცები“ მეტს კი არაფერს აკეთებდნენ. ერთი პერიოდი ვიზალიბერალიზაციის ლაპარაკობდნენ, ახლა შეწყვიტეს, რადგან მიხვდნენ პიარულად არ ჯდებოდა ეს ამბავი. ჩვენ არ ველოდებით საქართველოს და რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას“, – განაცხადა მდინარაძემ.