1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

179
0

რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, წერილს ხელს აწერენ ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ითხოვენ, რომ რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი აკრედიტებული არიან.

„ერთ მასპინძელ სახელმწიფოში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება ხელს უწყობს მავნე ქმედებებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც, „როიტერის“ ინფორმაციით, 11 ივნისით თარიღდება.

მინისტრების თქმით, ევროკავშირში რუსი დიპლომატების დიდი ნაწილისთვის დაზვერვა, პროპაგანდა ან თუნდაც დივერსიული აქტების მომზადება არის მთავარი დატვირთვა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ელჩების გაძევებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საფრთხე მაინც ნარჩუნდება.