სულ რაღაც გადატრიალებას ელოდებიან, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ხალხი რომ დააშინონ -პაატა მანჯგალაძე
სულ რაღაც გადატრიალებას ელოდებიან, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ხალხი რომ დააშინონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადატრიალების შესახებ საუბარი რუსული პროპაგანდის ნაწილია.
„ეს არის პროპაგანდის ნაწილი შემოდგომასა და გაზაფხულზე, სულ რაღაც გადატრიალებას ელოდებიან. რაც თავი მახსოვს, სულ საუბრობენ საბურავების საქმეზე, გადატრიალებებზე, თუმცა ამაზე არც საქმე აღიძრება და არც გამოძიება მიდის. პროპაგანდის ნაწილია, რომ ხალხი დააშინონ, თითქოს არეულობას აპირებენ და ჩვენ თუ არ ვიქნებით „კაი ბიძები“, ქვეყანაში კარგი ცხოვრება არ იქნებაო. ეს არის რუსული პროპაგანდა. სად არის გამოძიება? კობახიძემ თქვა, ვარჰეი დამემუქრაო და სუსი-ს უფროსმა თქვა, მეგობრული რჩევა იყო, ნუ გეშინიაო“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.