1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი-შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი-შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი-შალვა პაპუაშვილი

82
0

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ინფორმაცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზოგიერთ ქვეყანაში ელჩებს არ ნიშნავს.

„ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია არ მაქვს ინფორმაცია. [სალომე ზურაბიშვილთან] არა თუ პრეტენზია გვაქვს, როგორც გახსოვთ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე. ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად – არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა. მთელი საკითხი რაშია – ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს. ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.