შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარების გამო 300-მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა. განცხადებას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის სანქცია დაუწესა 100-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ ან მუშაობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთი სურს, უზრუნველყოს მასალების წარმოება ომის შესანარჩუნებლად და მსგავსი ქსელებით ცდილობენ, თავი აარიდონ სანქციებს. ეს სანქციები კი მიზანში იღებს ათზე მეტ მსგავს ქსელს და სანქციებს აკისრებს 90-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან“.