1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ”- Washington Examiner
,,აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ”- Washington Examiner

,,აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ”- Washington Examiner

187
0

,,აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Examiner-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც მოიცავს აფრიკას, აზიას, ავსტრალიასა და ევროპას, მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს არ მიიღებენ შეერთებულ შტატებში.

მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულ ექვს ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.

“მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან მიმართავენ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს სწრაფი დეპორტაციისათვის

ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში “ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან” გათავისუფლდებიან დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც ისინი აშშ-ის სასამართლოში გამოცხადდებიან,” – წერია დოკუმენტში.