ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ასეთი იყო ბოლშევიზმი – მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ – ვასილ მაღლაფერიძე
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად! – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აშშ-ის მიერ 34-მდე ქართველი ოფიციალური და კერძო პირის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
ვასილ მაღლაფერიძე ფაქტს ბოლშევიკურ მიდგომად მიიჩნევს. მისი თქმით, “გამჭვირვალობის კანონი” სანქციების დაწესებასთან არაფერ შუაშია.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, სწორედ ასეთი იყო ბოლშევიზმი, ხოლო მათ, ვისაც აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ურჩევს, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების პრესას გაეცნონ.
“კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში, ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ასეთი იყო ბოლშევიზმი – მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!
ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.