1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

276
0

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო.

რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სანქციებს დაუწესებს საერთაშორისო ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ პირებს მისი პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილების გამო. საუბარია პროკურორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ღაზის ომთან დაკავშირებული ისრაელის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიანიმ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვდა.

კანონპროექტს 245-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 155 წინააღმდეგი იყო. ახლა კანონპროექტი განსახილველად სენატს გადაეცემა.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ეს არ გახდება კანონი, მაგრამ ასახავს ისრაელის მხარდაჭერას კონგრესში.