1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ” – პრემიერი
,,სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ” – პრემიერი

,,სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ” – პრემიერი

97
0

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ კანონში გარკვეული ნორმები ეწინააღმდეგება ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ, დათმობებზე საუბარი ვერ იქნება

 

ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, კანონთან დაკავშირებით თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები არის სამართლებრივად გაუმართავი, ეწინააღმდეგება მაგალითად ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას.

 

„ტერმინი დათმობა, არ არის სწორი. დათმობებზე ვერ იქნება საუბარი. ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ სამართლებრივი შენიშვნა, გვითხრან სამართლებრივად რა არ არის სწორი, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ სამართლებრივად რაღაც არ არის სწორი, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. აქ დათმობებზე კი ვერ იქნება საუბარი, აქ საკომპრომისო არაფერი არ არის, ეს კანონი მით უმეტეს, ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები არის სამართლებრივად გაუმართავი, ეწინააღმდეგება მაგალითად, ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა სამართლებრივად ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ