ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
250
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს არის ბლინკენის პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, ბლინკენი გააკეთებს განცხადებას და უკრაინისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს