1. Home
  2. TOP სიახლე
  3. წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს -თეონა აქუბარდია
წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს -თეონა აქუბარდია

წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს -თეონა აქუბარდია

266
0

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ მიეღოთ.

მისი თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას.

„ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, იმგვარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას გააოცებდა, ნამდვილად შეასრულა. კანონი შემოიტანა, რომელიც ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ზუსტად 09:01 საათზე, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც [ოპოზიცია] ვაპირებდით შესვლას, კომიტეტის სხდომა დაასრულეს.

ზუსტად წუთ-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ და სწორედ ესეც აჩვენებს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ შეეგუება და არ დაუშვებს. წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.