1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნებისმიერ გუნდში მაზაკვალი გახარიას მსგავსი მარგინალები ყოველთვის იქნებიან-გია აბაშიძე გოჩა ჯავახიშვილზე
ნებისმიერ გუნდში მაზაკვალი გახარიას მსგავსი მარგინალები ყოველთვის იქნებიან-გია აბაშიძე გოჩა ჯავახიშვილზე

ნებისმიერ გუნდში მაზაკვალი გახარიას მსგავსი მარგინალები ყოველთვის იქნებიან-გია აბაშიძე გოჩა ჯავახიშვილზე

192
0

რაც შეეხება საფრანგეთში ელჩის თანამდებობიდან სამარცხვინოდ გაქცეულ გოჩა ჯავახიშვილს – ნებისმიერ გუნდში მაზაკვალი გახარიას მსგავსი მარგინალები ყოველთვის იქნებიან, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მოღალატე დიპლომატს საკადრისი პასუხი გასცეს თეა წულუკიანმა და ილია დარჩიაშვილმა.

„რაც შეეხება საფრანგეთში ელჩის თანამდებობიდან სამარცხვინოდ გაქცეულ გოჩა ჯავახიშვილს – ნებისმიერ გუნდში მაზაკვალი გახარიას მსგავსი მარგინალები ყოველთვის იქნებიან. როცა კონსტიტუციის დამრღვევი, ქართველებთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პროტეჟე ხარ, სახელოვანი დიპლომატი, ცხონებული ლევან მიქელაძე ვერასდროს გახდები.

2007 წლის 7 ნოემბერს, ნაცრეჟიმის სასტიკი დარბევების შემდეგ, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, ლევან მიქელაძე პროტესტის ნიშნად, ღირსეულად თავად გადადგა და არა ვინმეს ინსტრუქციით.

ვფიქრობ, რომ მოღალატე გოჩა ჯავახიშვილს საკადრისი პასუხი გასცეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ქალბატონი წულუკიანი: ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა. ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა!

ბატონი დარჩიაშვილი: ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან – ელჩის რანგში – წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – წერს გია აბაშიძე.