1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 300 000 კაცი შაჰ-აბასმა ვერ გადაასახლა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი ძალით როგორ მოიყვანდა რუსთაველზე?-დაჩი ცაგურია
300 000 კაცი შაჰ-აბასმა ვერ გადაასახლა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი ძალით როგორ მოიყვანდა რუსთაველზე?-დაჩი ცაგურია

300 000 კაცი შაჰ-აბასმა ვერ გადაასახლა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი ძალით როგორ მოიყვანდა რუსთაველზე?-დაჩი ცაგურია

585
0

„სატელეფონო ზარები რა მოსატანია იმ  პროვოკაციებთან შედარებით, რაც სააკაშვილის რეჟიმი გეგმავდა და გეგმავს დღემდე. ყოფილი პრეზიდენტისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს შეგახსენებთ, რომელშიც სააკაშვილი სიტუაციის მეტი დრამატიზებისთვის პირდაპირ ითხოვდა გვარამიასგან მსხვერპლს და აქვე დასძენდა, რომ სასურველი იქნებოდა მსხვერპლი ყოფილიყო ფეხმძიმე ქალი. ძალიან მეშინია კვლავ მსგავსი გეგმები არ ჰქონდეთ თავში, იმიტომ რომ ეს ბნელი ძალა, დღეს, ყველაფერზეა წამსვლელი“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან საუბარში სააკაშვილის ხელისუფლების  პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია.

-შეძლებს თუ არაქართული ოცნებამესამე მოსმენითაც დაამტკიცოსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონი და პროტესტის რა შესაძლებლობა რჩებათ რუსთაველზე მდგომ სტუდენტებსა და მათ გვერდით მდგომ ოპოზიციურ ძალებს? ახსოვს თუ არა საზოგადოებას ,,ნაციონალური მოძრაობის დროინდელირეპრესიები, როდესაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყველა აქტივისტსა და პოლიტიკოსს როგორ ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყებები. ,,ჯორჯიან თაიმსიდაჩი ცაგურიას ესაუბრა:

ბატონო დაჩი, დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნებისაქტივისტები და ძალოვანი უწყებები მათზე სატელეფონო შანტაჟს ახორციელებენ, რეკავენ მათი ოჯახის წევრებთან და უშვერი სიტყვებით ემუქრებიან პოლიტიკური აქტივობის გამო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ 2003-2012 წლების  პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც წარმატებით გრძელდება?

-2007 წლის 7 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო მოწინააღმდეგეთა აქტიური განეიტრალების პოლიტიკა. ღამის 2-3 საათზე, ჩვენს და ჩვენი ოჯახის წევრების ტელეფონებზე შემოდიოდა ფარული ნომრებიდან ზარები, რომლებიც უმოწყალოდ გვაგინებდნენ და ჩვენგან მოითხოვდნენ არ გავსულიყავით საპროტესტო აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდაციით გვემუქრებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში ხელისუფლებამ შექმნა ტროლების და ბოტების ჯგუფები, ინტერნეტფორუმები, სადაც მათთვის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ მათივე დაქირავებული თანამშრომლები და ყველა ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანს აბულინგებდნენ. ახლა ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნება“ ახორციელებს მათზე სატელეფონო შანტაჟს. დღევანდელი შანტაჟი, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერს დაბარებული ჰყავს ოპერატორი, მერე მას პირდაპირ ეთერში ურეკავს ვიღაც გამოუცნობი პირი და აგინებს უშვერი სიტყვებით, რასაკვირველია ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და არა მგონია მათ გარდა ვინმეს თავში მოსვლოდა მსგავსი რამ, მით უმეტეს, რომ ყველა ლიდერის პირადი ნომერი, ოჯახის წევრების სატელეფონო ნომრების ჩათვლით, სწორედ ,”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.

არის თუ არა სხვა სერიოზული პროვოკაციების შანსიც დედაქალაქის მთავარ მოედანზე?

-სატელეფონო ზარები რა მოსატანია იმ  პროვოკაციებთან შედარებით, რაც სააკაშვილის რეჟიმი გეგმავდა და გეგმავს დღემდე. ყოფილი პრეზიდენტისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს შეგახსენებთ, რომელშიც სააკაშვილი სიტუაციის მეტი დრამატიზებისთვის პირდაპირ ითხოვდა გვარამიასგან მსხვერპლს და აქვე დასძენდა, რომ სასურველი იქნებოდა მსხვერპლი ყოფილიყო ფეხმძიმე ქალი. ძალიან მეშინია კვლავ მსგავსი გეგმები არ ჰქონდეთ თავში, იმიტომ რომ ეს ბნელი ძალა, დღეს, ყველაფერზეა წამსვლელი. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა პოლიტიკური ზრახვებისთვის მათთვის არაფერია. გვახსოვს რუსთაველზე ცემაში მოკლული ადამიანები, როგორ შემოაწყვეს სახურავებზე!

გარდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების დარბევებისა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელებული რეპრესიები ყველა იმ ადამიანზე, ვინც ღიად აპროტესტებდა ხელისუფლების მოქმედებებს

-2008 წლის ომში, როგორც გვახსოვს, ქართული ჯარის მთავარსარდლებად გვევლინებოდნენ კაიფში მყოფი კეზერაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავაც კი. ყველა მათგანი ბრძანებებს გასცემდა. აგვისტოს ომში სასტიკი მარცხის შემდეგ ხელისუფლებამ საკუთარი უსუსურობის გამართლება ჯარზე ჯოხის გადატეხით სცადა. დაიწყეს დეზერტირების ძებნა ქართულ ჯარში და ყველაფრის მათთვის გადაბრალება მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს წითელ ხიდზეც კი ვერ პოულობდნენ, ისე ტოვებდნენ ომში მყოფ ქვეყანას. სააკაშვილი მაშინვე მიხვდა, რომ უკმაყოფილო ჯარი საშიში იყო მისი მთავრობისთვის. ამიტომაც სამი სამსხვერპლო ზვარაკი შეარჩიეს ჯარის ერთხელ და სამუდამოდ დასაშინებლად: როინ შავაძე- ბათუმში, დავით ცინდელიანი-სვანეთში და ქარდავა-სამეგრელოში. მათი სამაგალითო დასჯით ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგეს განუცხადეს, რომ თუ ვინმე გაბედავდა ,”ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას, მათაც იგივე ბედი ელოდათ.

სამწუხაროდ, დღეს რუსთაველზე დგანან ახალგაზრდები, რომლებსაც სააკაშვილის დროინდელი რეპრესიები არ ახსოვთ

-სწორედ მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ რა მოხდა 2008 წელს. ომიდან ბათუმში დაბრუნებული შავაძე ღიად აკრიტიკებდა და პირდაპირ ლანძღავდა ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს ქართული მიწების დაკარგვისა და დახოცილი ბიჭების გამო. ყველას უყვებოდა, როგორ მიატოვა ხელისუფლებამ ომში მყოფი ჯარი და თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა სცადა. სწორედ 2008 წლის 14 აგვისტოს, როცა გორის გზა ჯერ კიდევ გადაკეტილი იყო რუსი სამხედროების მიერ და შავაძის თბილისში ჩამოყვანა გამორიცხული იყო, ის ბათუმიდან ქობულეთში ჩაიყვანეს, მანამდე ისე სცემეს, რომ მოტეხეს ფეხი, ნეკნები და ლავიწის ძვალი, დააყენეს ფეხმოტეხილი კაცი ქობულეთის ქარსაფარ ზოლთან და უბრძანეს გაიქეციო. შავაძე, რასაკვირველია, ასეთ მდგომარეობაში ვერსად გაიქცეოდა, ამიტომაც დიდხანს ვერ დაელოდებოდნენ და გზის მეორე მხარეს დაყენებულ ჯარისკაცებს უბრძანეს ესროლათ შავაძისთვის. 60 ტყვიით ჩაცხრილეს ოფიცერი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ცდილობდნენ შავაძის დაპატიმრებას, სამხედროსას, რომელიც იქამდე საქართველოს სახელით ყველა მისიაში მონაწილეობდა და ყველა იცნობდა, როგორც კარგი ფიზიკური მომზადების მქონე ოფიცერს. რაც შეეხებათ ცინდელიანს და ქარდავას, ისინი ზღვაში გაიყვანეს, თავში ტყვიის გასროლით მოკლეს, შემდეგ სიმძიმეები მოაბეს და გვამები ზღვაშივე ჩაძირეს, რათა მათი კვალიც არ დარჩენილიყო სადმე. ,”ნაციონალური მოძრაობა” ასე ექცეოდა ყველას, ვინც მათ პოლიტიკურ ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა. როდესაც კობა დავითაშვილმა დოკუმენტური ჩანაწერები გამოუქვეყნა ყოფილ თანაგუნდელებს და მას, მართლაც, დიდი სკანდალი უნდა მოჰყოლოდა, ამ მოვლენის გადასაფარად 4 აჭარელი ბიჭი ჩაცხრილეს სამგორის მეტროსთან, რომლებიც, ვითომ, რუსთავის ციხის ასაღებად მიდიოდნენ. ასეთი ტრაგიკული  სპექტაკლები სააკაშვილის ხელისუფლების დროის თანმდევი ატრიბუტი იყო 9 წლის განმავლობაში. ამ რეჟიმის ნარჩენები დღეს ოპოზიციაში არიან გადაბარგებული და არც ახლა იტყვიან უარს სისხლიან ტრაგედიებზე, რადგან მათი დევიზი უცვლელია: ჩვენს შემდეგ ქვეყანაში ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო!

აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ არ დაუშვას სისხლიანი პროვოკაციები რუსთაველზე?

-ვაფრთხილებ ოპოზიციას: დღეს ამ ქვეყანას შევარდნაძის დროინდელი უსუსური მთავრობა აღარ მართავს, რომლის გადატრიალება და ჩამოგდება მარტივად იყო შესაძლებელი. ფრთხილად იყვნენ, თორემ როგორც საზოგადოებისგან, ისე ხელისუფლებისგან მიიღებენ ძალზე მკაცრ პასუხს. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოება გვარამიას და შავი ნოდარის მსგავსი მენტალობის  წევრებითაა დაკომპლექტებული, ძალიან ცდება. არც თარგამაძეები, უგულავები და გაბუნიები შეადგენს უმრავლესობას. დღეს რომ უკრაინის ომში მებრძოლი ადამიანები მოჰყავთ სამაგალითოდ ამ ბავშვებისთვის, არავის დაავიწყდეს 13 თვე და 13 დღე როგორ გაუტეხლად იდგა აფხაზეთში ქართული ჯარი და ქართველი მოხალისეები, კეტებით რომ წავიდნენ იქ და ცარიელი ხელებით იდგნენ რუსული ჯარის წინააღმდეგ. ამ უსამშობლო ადამიანებს არავითარი წარმოდგენა არა აქვთ პატრიოტულ განცდაზე. პირველივე მოსახვევში რომ უღალატა სამშობლოს და ხან ჰოლანდიის, ხან ამერიკის და ახლა უკრაინის მოქალაქე რომ ჰგონია თავი, იმ სააკაშვილს გვიყენებენ მაგალითად? ქვეყანა მათთვის დღემდე საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებელი არეალია. კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა გიგი თევზაძე ,”ახალი ქართველის” გამოზრდას, მათსავით უსამშობლოსა და უთვისტომოს, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მიერეკებოდა ბავშვებს ბუჩქნარებისკენ… რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ასეთი აგრესიული უმცირესობა ყველა ქვეყანაში და ყოველ დროს არსებობდა. მათ ყველგან აქვთ გამოხატვის და სიტყვის თქმის თავისუფლება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო სააკაშვილის რეჟიმი ქუჩებში ხოცავდა მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც შტურმით პარლამენტის აღებას არ აპირებდნენ. არც ერთი ფოთოლი არ ჩამოგვიგდია მრავალათასიან მიტინგებზე.  დღეს ხომ ამ ახალგაზრდებს ამერიკა დემოკრატიის სავანე ჰგონიათ? ჰოდა გაიხსენონ რა უქნა სახელმწიფომ თეთრ სახლში შეჭრილ მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე ციხეში სხედან. აირჩიეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა და იქ სახეში შეაფურთხეთ პოლიციელს. ნახეთ, რა პასუხს მიიღებთ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში. თურმე წყლის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა სისასტიკე ყოფილა ქართული პოლიციის მხრიდან! არც ორიოდე დღის წინ ამერიკაში მომხდარი სტუდენტური დარბევა დაგავიწყდეთ, როდესაც კამპუსებში შეუვარდნენ “ჰამასის”  მომხრე სტუდენტებს. მერე კარგად დაფიქრდით და დასკვნები თავადვე გამოიტანეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მზადდება სერიოზული შეიარაღებული პროვოკაცია, რომლისთვისაც ძალოვანი ორგანოები მზად არიან

-ცოტა შორიდან დავიწყებ. გახსოვთ, უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე ოპოზიციამ რა ამბავი ატეხა პარლამენტში, რომ ქართველი მოხალისეებისთვის სახელმწიფომ არ გამოყო თვითმფრინავი, მათ ბრძოლის ველზე გადასაფრენად? რა პროვოკაციას უწყობდნენ მაშინ ქვეყანას? ჰოდა დღეს სწორედ ეს ადამიანები დგანან მიტინგზე ხელისუფლების წინააღმდეგ და დღესაც ისინი გეგმავენ სახელისუფლო გადატრიალებას. არ გახსენდებათ ოქრუაშვილის და ბარამიძის მსგავსი ცვედნები, ვითომ უკრაინაში მებრძოლები, ფრონტის ხაზიდან ახალთახალი სამხედრო ფორმებით რომ  პოზირებდნენ? ეს ადამიანები ითხოვენ საკუთარი სამშობლოს დასანქცირებას, რომელიც რუსეთთან მწვანილით ვაჭრობს მაშინ, როცა ყოველ დღე მთელი მსოფლიო იღებს მილიონობით დოლარის ღირებულების მეტალსა და ურანს რუსეთიდან. მავნებელი ოპოზიცია ხმის ჩახლეჩამდე მოუწოდებს ევროპელ კოლეგებს სავიზო რეჟიმი გაუუქმონ საქართველოს და ჩამოართვან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მითხარით, ამ ადამიანებს როგორ შეიძლება სამშობლო უყვარდეთ? გულწრფელად მინდა მივმართო ახალგაზრდებს დაფიქრდნენ, თუნდაც საიდან მოდის ის უზარმაზარი ფული, რომელიც რუსთაველის აქციების დროს იხარჯება? თუ მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ლუიზას “პერაშკების” იმედზე დგანან იქ ადამიანები?

რით დასრულდება მოვლენები რუსთაველზე?

-რასაკვირველია, კანონი დამტკიცდება. რასაკვირველია, იქ მდგომ ახალგაზრდებს დროებით იმედგაცრუება გაუჩნდებათ, შემდეგ კი დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ ხელისუფლების შეცვლა რევოლუციური გზით ვეღარ განხორციელდება. იქნება არჩევნები და ძალიან მალე გაირკვევა, ვის უჭერს მხარს მოსახლეობა, სად არის ღირსება და თავმოყვარეობა და სად გვარამია-მელაძისნაირთა თავაშვებულობა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ აქციების შედეგად ხელისუფლებამ დაკარგა მომხრეთა გარკვეული ნაწილი?

-თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რადიკალურად შეცვლიან საარჩევნო სურათს, ძალიან ცდებიან. ოპოზიციამ ისიც კი თქვა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ 300 000 ადამიანი ძალით მოიყვანა რუსთაველზე. 300 000 ადამიანის გადასახლება შაჰ-აბასმა ვერ მოახერხა საქართველოდან და ბიძინა ივანიშვილი როგორ მოახერხებდა მათ რუსთაველზე მიყვანას? ვინ ვის მხარესაა და ვინ რა ძალას უჭერს მხარს საქართველოში, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. რასაც არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მოიგებს, კარგად დაითვალოს!