1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს
შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს

შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს

254
0

შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს. ახლა რა გზასაც ადგახარ, საფლავში მიმავალი გზაა და ამ თქვენი მუქარების არავის ეშინია, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შიდა ჩამოშლის წინა პერიოდშია.

„ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მათ სისუსტესა და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს. სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს. ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძეც აპირებდა ამგვარი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. არც ეს მორალის პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს. ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტის თითოეულ მონაწილეს. ჩვენ თითოეული მათგანის უფლებებს დავიცავთ და გვერდში დავუდგებით.

მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა – ძალადობაზე როგორ საუბრობთ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასეთ? ლევან ხაბეიშვილს რომ სასტიკად გაუსწორდნენ თქვენ თვალწინ, ამაზე ერთი სიტყვაც არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ? საიდან მოხვედით? მე ძალიან კარგად ვიცი რა ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურებში, მათ შორის პარლამენტშიც. ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ ანტიქართულ და მოღალატეობრივ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროთ. თქვენ ვის უპირისპირდებით, ახალგაზრდებს? ქართველ ხალხს?

შალვა [შალვა პაპუაშვილი], ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს. ახლა რა გზასაც ადგახარ, არის საფლავში მიმავალი გზა და ამ თქვენი მუქარების არავის არ ეშინია.

ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ. ამ პროტესტის მთავარი ორგანიზატორი საქართველოს გამარჯვების იდეაა. როგორც ასლან აბაშიძე წავიდა რუსეთში, ისე შეიძლება ბევრი ვნახოთ რუსეთში წასული და ჩვენ კი გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ სვლას.

თუ ვინმე მოძალადეა, ეს პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაშიც ჩანს, როგორი ძალადობრივი იყო ის ქმედებები საზოგადოების წინაშე და ყველა აგებს პასუხს.

დღეები დარჩათ ამ უსუსურებს და ლაჩრებს, რომლებიც ჩამოშლის ზღვარზე არიან და მათ სისუსტეზე ის ზარებიც მიუთითებს, რომლებიც გუშინ კონკრეტულ ადამიანებთან განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.