1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”-პაატა მანჯგალაძე
მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”-პაატა მანჯგალაძე

მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”-პაატა მანჯგალაძე

239
0

სუს-ის და შსს-ს განცხადებამ 1989 წელი გამახსენა, როდესაც 9 აპრილის მოვლენებამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ, ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნას ცდილობენო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად.

„9 აპრილამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ. ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები ცდილობენ სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნასო. იგივე განცხადება არ არის? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალი და უფრო ძლიერია, ვერაფერს გაბედავს სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების. სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს. ის დროა, სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”. შესაბამისად, ბიძინად უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე, ხელისუფლების ცვლილება და ხალხის აზრის გამოხატვა საფრთხე ჰგონიათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები