1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში -ურსულა ფონ დერ ლაიენი

208
0

ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ შემართულები ვართ, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პარიზში, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირს და ჩინეთს სურთ კარგი ურთიერთობები და თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის გლობალურ წონას, ჩვენი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ურთიერთპატივისცემის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუგებრობა და ვიპოვოთ გამოსავალი გლობალური გამოწვევებისთვის. ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ შემართულები ვართ, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენი დღიური სავაჭრო ბრუნვა არის 2,3 მილიარდი ევრო, მაგრამ ამ ურთიერთობებში არსებობს გამოწვევები. მაგალითად სახელმწიფოს მიერ გამოწვეული გადაჭარბებული სიმძლავრე, უთანასწორო წვდომა ბაზარზე და გადაჭარბებული დამოკიდებულება. ამ საკითხებს დღეს განვიხილავთ“,  – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.