1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ამერიკელი სენატორების განცხადება ნამდვილად უსამართლოა”- ნინო წილოსანი
,,ამერიკელი სენატორების განცხადება ნამდვილად უსამართლოა”- ნინო წილოსანი

,,ამერიკელი სენატორების განცხადება ნამდვილად უსამართლოა”- ნინო წილოსანი

134
0

“რატომ ვერ ასაჯაროებენ თუნდაც „ნედის“ დაფინანსებებს საქართველოში, რა მიზნობრიობით და რომელ ორგანიზაციებში მიემართებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობასთან.

„ჩვენ სულ გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ვინაიდან ჩვენ პარტნიორი ქვეყნები ვართ. თავისთავად გაგრძელდება და ყოველთვის ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ დავუდოთ ფაქტები, არგუმენტები და ჩვენი მოტივაცია, რაც განპირობებულია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ამერიკელი სენატორების განცხადებას, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ ასეთი განცხადება ყოფილიყო, გულდაწყვეტილი ვარ იმ რეაქციით, რომელიც ნამდვილად უსამართლოა, თუმცა არაერთი ასეთი უსამართლო შემთხვევა გვქონია წინა პერიოდებში და შედეგ უკვე ეს ყველაფერი გარკვეულა. ამ ძალიან არამეგობრულ განცხადებებსა და რაღაც ტონით დაშინებას და ასე ვთქვათ, გარკვეულ მუქარებზე, ალბათ, გაცილებით უფრო მარტივი იქნება, რომ მათ ხელთ რაც არის თუნდაც, სიტუაცია რომ შეამსუბუქოს, თუნდაც ორგანიზაცია „ნედის“ დაფინანსებები გასაჯაროვდეს, რაც რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ამ ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ უკან გავიწვიეთ ეს კანონი, არაერთი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკომუნიკაციო ფორმატი გვქონდა იმისთვის, რომ გვეთხოვა, მოგვეთხოვა და ამ საკითხის მნიშვნელობა სათანადოდ დაგვეყენებინა. იქით უნდა გვქონდეს კითხვის ნიშნები, რატომ ვერ ასაჯაროებენ თუნდაც „ნედის“ დაფინანსებებს საქართველოში, რა მიზნობრიობით და რომელ ორგანიზაციებში მიემართებოდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.