“ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს” – ნინო რუხაძე
მაშინ, როცა ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს; იმ ფონზე, როდესაც ქართული კანონპროექტის ანალოგიის და უფრო მკაცრი მიდგომების კანონპროექტები ევროკავშირში განიხილება, რით ვერ დავიმსახურეთ ჩვენ, რომ მივიღოთ განმარტება, თუ რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი უფრო რბილი შინაარსის ქართული კანონპროექტი?, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გააკეთა.
ნინო რუხაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია.
„რით ვერ დაიმსახურა ამ ქვეყანამ, რომ ჩვენი საკითხები არ განიხილებოდეს ზედაპირულად. რით ვერ დაიმსახურა ქართველმა ხალხმა, რომ არ გვთხოვდნენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებსაც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების და ქვეყნის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. კიდევ მაინტერესებს, თუ რატომ გაჩნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი ჩანაწერი რეზოლუციის პროექტში? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს უნდა აღიარონ და პირდაპირ ჩაწერონ რეზოლუციებში“, – განაცხადა ნინო რუხაძემ.