1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

278
0

ევროპარლამენტმა დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

თუმცა, რა ჩანაწერებით მოხდა რეზოლუციის საბოლოოდ მიღება, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროპარლამენტს მის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.