“ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება”
176
0
პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება – პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო! – ასე ეხმაურება გრიგირიადისის გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
„როგორი განსხვავებული აზრის გამოხატვითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, არ შეიძლება განსხვავებული აზრი “მოლოტოვის კოქტეილში“ გადაიტანოთ, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოგონილი, ტანკების დასაწვავი იარაღია – შენი ქვეყნის კონსტიტუციას, შენი ქვეყნის პოლიციას ესროლო და ახალგაზრდა ადამიანის დაწვა სცადო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.